LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონამ მხიარულად იცეკვა აივანზე ფანებისთვის (ვიდეო)

73
2705901-55940050-2560-1440

არგენტინული „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა სასტუმროს აივანზე გავიდა, რათა იქ შეკრებილ გულშემატკივრებს მისალმებოდა.

დიეგოს გუნდს გასვლითი შეხვედრა აქვს „ნიულს ოლდ ბოიზთან“. ასობით აქტიური ქომაგი სასტუმროსთან მივიდა, რათა ლეგენდა ენახათ.

მარადონა მათ მხიარული ცეკვით მიესალმა.

დიეგო კლუბს სექტემბერში ჩაუდგა სათავეში.
სტატისტიკა მაინც და მაინც კარგი ვერ არის: ოთხი წაგება და მხოლოდ ერთი წაგება.
„ხიმნასია“ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა, 10 მატჩში 4 ქულა აქვს.

დღეს, 30 ოქტომბერს დიეგო მარადონას დაბადების დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები