მარადონას გენიალური ინტერვიუ ბურტყუნ-დუდუნისგან შედგება.

დიეგო მარადონას გენიალური მატჩისშემდგომი ინტერვიუ, რომელიც ზმუილისა და ბურტყუნ-დუდუნისგან შედგება.

მარადონას გუნდმა „დორადოსმა“ მექსიკის ჩემპიონატის განმეორებით ნახევარფინალში „ხუარესთან“ 0:1 წააგო.

თამაშის შემდეგ არგენტინელს ჟურნალისტები შეესივნენ. მარადონამ გასაცოდავებული სახით მოისმინა კითხვა:
დიეგო, აქ მექსიკაში ყოფნისას, თქვენ დიდი ალბათობით ზედმიწევნით შეისწავლეთ მექსიკის ჩემპიონატის პირველი ლიგა. ალბათ უკვე ბევრი რამ იცით. როგორ მოგწონთ პრემიერლიგის დონე?

ამ მსჯელობა-კითხვას ფეხბურთის ლეგენდამ ყველაზე ენაწყლიანი მონოლოგი მოაყოლა.

დიეგო „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელი 6 სექტემბერს გახდა. კლუბი მექსიკის მეორე ლიგაში გამოდის.

ტეგები: დორადოსი მარადონა სპორტი

მსგავსი თემები