LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკამ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი შეადგენინა: სადღა არიან კრიშტიანო და ლეო

85
PARTIDO ENTRE EL VALENCIA Y EL REAL MADRID BENZEMA Y COURTOIS

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ 100 ფეხბურთელი ჩამოწერა, რომლებმაც ყველაზე კარგად ითამაშეს გასულ სეზონში. რეიტინგი მთელი მსოფლიო მასშტაბით 60-ზე მეტი ჟურტნალისტისა და ექსპერტებისგან ჩამოყალიბებული ჟიურის შედეგების მიხედვით შედგა.

ოცეულში არიან:

1. ქარიმ ბენზემა – ფორვარდი, „რეალი“;

2. ტიბო კურტუა – მეკარე, „რეალი“;

3. ვინისიუსი – ვინგერი, „რეალი“;

4. მოჰამედ სალაჰი – ვინგერი, „ლივერპული“;

5. კილიამ მბაპე – ფორვარდი, პსჟ;

6. ლუკა მოდრიჩი – ნახევარმცველი, „რეალი“;

7. კევინ დე ბრუინი – ნახევარმცველი, „სიტი“;

8. რობერტ ლევანდოვსკი – ფორვარდი, „ბაიერნი“;

9. ვირხილ ვან დაიკი – მცველი, „ლივერპული“;

10. სადიო მანე – ვინგერი, „ლივერპული“ (გადავიდა „ბაიერნში“);

11. ბერნარდო სილვა – ნახევარმცველი, „სიტი“;

12. ერლინგ ჰოლანდი – ფორვარდი, დორტმუნდის „ბორუსია“ (გადავიდა „სიტიში“);

13. ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი – მცველი, „ლივერპული“;

14. ლუის დიასი – ვინგერი, „ლივერპული“;

15. რაფაელ ლეაო – ფორვარდი, „მილანი“;

16. კრისტოფერ ნკუნკუ – ნახევარმცველი, „ლაიპციგი“;

17. სონ ხინ მინი – ნახევარმცველი, „ტოტემჰემი“;

18. დარვინ ნუნიესი – ფორვარდი, „ბენფიკა“ (გადავიდა „ლივერპულში“);

19. ჟოაო კანსელო – მცველი, „სიტი“;

20. როდრი – ნახევარმცველი, „სიტი“.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდომ 21-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ლეო მესიმ – 26-ე. აი პსჟ-ს ნეიმარი კი საერთოდ 57-ეზე აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები