მარსელის ცენტრი მთლიანად ფეხით მოსიარულეებს დაეთმობათ. ფრანგულ ქალაქში მასშტაბური რეკონსტრუქცია იწყება. ხელისუფლება გეგმავს რომ 3 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალოს და ქალაქის ცენტრი ფეხით მოსიარულეთა ზონად გადააქციოს.

ცვლილება შეეხება მთელ ცენტრალურ გზას და მთლიანობაში ავტომობილთა მოძრაობა 72 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აიკრძალება. იქვე მოეწყობა ახალი სკვერები და ასობით ახალ ხესაც დარგავენ.

პირველ რიგში კი ცვლილება ისტორიულ ცენტრს შეეხება და რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეში დასრულდება. რაც შეეხება იმ ქუჩებს, სადაც მოძრაობა კვლავ დაშვებული იქნება -ახალი სიჩქარის რეჟიმი – 30 კმ/სთ დაწესდება. ქალაქის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და ბევრად მეტ ტურისტსაც მიიზიდავს.

 

მსგავსი თემები