LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასშტაბური კონკურსის ფარგლებში 40 კლასიკურ Porsche–ს განაახლებენ

60
porsche45

Porsche Classic–ის დანაყოფმა, რომელიც გერმანული ბრენდის კლასიკური ავტომობილების რესტავრაციითაა დაკავებული, მასშტაბური კონკურსი დააანონსა. მასში მონაწილეობას აშშ–ს 40 სადილერო ცენტრი მიიღებს და მთავარი დავალება – „პორშეს“ ერთი მოდელის იდეალურ მდგომარეობამდე განახლებაა.

აშშ–ს ტერიტორიაზე წინა საუკუნის ბევრი საკულტო „პორშეა“ შემონახული. ავტომობილები, რომლებსაც რესტავრატორები მიიღებენ ერთი ასაკის არ იქნება: ზოგიერთ ცენტრს ძალიან ძველი მოდელი, წინა საუკუნის 50–იან წლებში აგებული სპორტქარი შეხვდება, ზოგს კი შედარებით ახალ ეგზემპლართან მოუწევს მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ყველა საკონკურსო მოდელი სერიოზულ აღდგენას საჭიროებს.

იმ „პორშეებს“ შორის, რომლებსაც ახალი სიცოცხლე ესაჭიროებათ 1956 წლის „ორკარიანი“ 356, საკულტო 911 და ასევე პირველი თაობის Boxster-ია. სპეციალისტები იმუშავებენ კაბრიოლეტ 911 Turbo Slant Nose–ზეც, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა საკონკურსო ავტომობილი Carrera GT–ია, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა.

რესტავრატორებს 60 ათასი ორიგინალი ნაწილი გადაეცემათ, რათა თავისი საქმე იდეალურად შეასრულონ.

კონკურსი აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება, გამარჯვებულებს კი სექტემბერში დააჯილდოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები