LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MAybach–ის ცხელი კროსოვერის პირველი გამოსახულება

51
maybach-news232324

Mercedes-Maybach GLS–ის პრემიერამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და მწარმოებელმა ინტრიგის ჩაგდება გადაწყვიტა. ქსელში გავრცელდა გამოსახულება, რომელზეც ყველგანმავალის წინა ნაწილი ჩანს.

ჩვეულებრივი GLS–ისგან მდიდრული ვერსია – რადიატორის ბადით, ორიგინალური წინა ბამპერით, უნიკალური ვერცხლისფრით და კაპოტზე მოთავსებული სამსხივიანი ვარსკვლავით განსხვავდება.

ერთადერთი ოფიციალური კადრის მიხედვით სხვა დეტალების შეთვალიერება რთულია. თუმცა, მოდელი პაპარაცთა ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილა, ამიტომ ზოგადი კონცეფცია დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს.

ექსპერტთა ვარაუდით, GLS ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს და 4 ლიტრის მოცულობის ძრავს 490 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

და ბოლოს, ცხელი სიახლის საჯარო პრემიერა 21 ნოემბერს შედგება და მდიდრულ კროსოვერს შტატებში, Daimler–ის ქარხანაში ააწყობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები