LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპემ მესის აჯობა, სალაჰმა ჯერარდს: რეალი ჯგუფიდან გადის

63
FORTUNA.GE (59)

კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მესის რეკორდი დაამხო: ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 20 წლისა და 11 თვის ასაკში ტურნირზე 21 გოლი გაიტანა.

ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს ბრაზილიელის მესამე ჰეთ-თრიკია ლიგაზე. მასზე მეტი ჰეთ-თრიკი მხოლოდ მესისა და რონალდოს აქვთ შესრულებული – 8. ამასთან, ნეიმარი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20-20 გოლი ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაიტანა.

მესის ანტირეკორდი რონალდოს თვალწინ, დრამა ლაიპციგში და “შავი” სკანდალი პარიზში: ლიგის დღე

მოჰამედ სალაჰმა 22-ე გოლი გაიტანა ლიგაზე და ამ ტურნირზე “ლივერპულის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეგვიპტელმა სტივენ ჯერარდის რეკორდი გააუმჯობესა.

სალაჰმა “მიდტიულანდთან” მატჩში 55-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.

18 წლისა და 25 დღის ბილი კუმეტიო ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

18 წლისა და 207 დღის რაიან გრავენბერხი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან გაუძევებიათ. რეკორდსმენია სელესტინ ბაბაიარო – 16 წლისა და 86 დღის.

“მიდტიულანდი” ერთადერთი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირში ორჯერ გაუშვა გოლი პირველ წუთზე (“ლივერპულთან” და “აიაქსთან”).

ფერან ტორესმა ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გოლი გაიტანა. ესპანელ ფეხბურთელთაგან 21 წლის ასაკამდე მხოლოდ რაულს ჰქონდა უფრო მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე – 8.

სერხიო აგუერომ “სიტიში” 36 გოლი შეაგდო ლიგაზე. ის დროგბასთან ერთად ლიდერია ინგლისური კლუბების ფეხბურთელებში.

“სიტიმ” გაიტანა 100 გოლი ლიგაზე პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით. უფრო მეტი მარტო “ბაიერნსა” და “რეალს” აქვთ 2016-2017 წლების სეზონიდან მოყოლებული.

“სიტის” ჯგუფში 16 ქულა აქვს. პრემიერლიგის მხოლოდ სამმა კლუბმა დააგროვა ამდენივე აქამდე.

“რეალი” 29-ჯერ გასულა ჯგუფიდან. ეს რეკორდია.

ქარიმ ბენზემამ 50-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ის მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე ეს შეძლეს – ლიონელ მესიმ (71), კრიშტიანო რონალდომ (67), რაულმა (53) და რუუდ ვან ნისტელროიმ (50).

“ატლეტიკომ” ბოლო რვა სეზონში დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით შვიდჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა.

“ატლეტიკო” სიმეონეს ხელმძღვანელობით ლიგის 1/8 ფინალში მეშვიდედ ითამაშებს, აი “გლადბახი” კი ისტორიაში პირველად.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ: “ბაიერნი”, “ატლეტიკო”, “რეალი”, “გლადბახი”, მანჩესტერ სიტი”, “პორტუ”, “ლივერპული”, “ატალანტა”, “ჩელსი”, “სევილია”, “დორტმუნდი”, “ლაციო”, “იუვენტუსი”, “ბარსელონა”, “პარი სენ-ჟერმენი”, “ლაიპციგი”.

ყველა ესპანური გუნდი გავიდა ჯგუფიდან. ისევე როგორც ოთხივე გერმანული კლუბი.
ინგლისმა და იტალიამ თითო გუნდი დაკარგეს (“მანჩესტერი” და “ინტერი”).

კიდევ ორ ლიგას ჰყავს წარმომადგენელი – პსჟ და “პორტო”. ეს უკანასკნელი ერთადერთია არა ტოპ 5 ლიგიდან.

წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება. ჯგუფის გამარჯვებლები განთესილები იქნებიან. განთესილი გუნდები საპასუხო შეხვედრებს საკუთარ მოედანზე გამართავენ.

მერვედფინალში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ჯგუფურ ეტაპზე ერთსა და იმავე ჯგუფში მყოფი გუნდები, ასევე ერთი ქვეყნის წარმომადგენლები. დამატებითი შეზღუდვების საჭიროების შესახებ მონაწილეებს წილისყრამდე აცნობებენ.

მერვედფინალის პირველი შეხვედრები 2021 წლის 16/17 და 23/24 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩები 9/10 და 16/17 მარტს, თამაშები თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა 19 მარტსაა ჩანიშნული, ამავე წილისყრაზე გამოავლენენ ფინალში ნომინალური მასპინძლის ვინაობასაც.

ფინალი 2021 წლის 29 მაისს, სტამბოლში, ათათურქის სტადიონზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები