ინდოეთში მძღოლმა ახალი მინივენი Kia Carnival იყიდა და ავტოსალონის კედელს დაეჯახა. ავარიის შემდეგ სადილერო ცენტრი მან იმდენად მშვიდად დატოვა, რომ თითქოს დამტვრეული მანქანა ვერც შეამჩნია.

გავრცელებული კადრების მიხედვით, მძღოლს გაზი და მუხრუჭი აერია, რის გამოც Kia კედელს მთელი სისწრაფით შეასკდა. დაჯახების შედეგად მინივენს კაპოტი და წინა ბამპერი დაუზიანდა. გარდა ამისა, სალონში უსაფრთხოების ბალიშებიც გაიხსნა და მანქანის ქვეშ გამაგრილებელი სითხე დაიღვარა.

მიუხედავად საკმაოდ სერიოზული დაზიანებებისა, ავტომობილს ადგილიდან დაძვრა არ გასჭირვებია. სწორედ ამიტომ, მისმა მფლობელმა ტერიტორია საკმაოდ მშვიდად დატოვა და თავის საქმეებზე გაეშურა.

ტეგები: Kia

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05