LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-AMG GT–ის კუპე და როდსტერი პენსიაზე გაუშვეს

26
mercedesamg

Mercedes-AMG კუპესა და როდსტერი GT–ის წარმოებას წყვეტს: სპორტქარებზე შეკვეთების მიღება უკვე შეწყდა. კონვეიერიდან წინასწარ დარეზერვებული რამდენიმე მოდელიც ჩამოვა და ამით ყველაფერი დასრულდება. ორკარიანი GT-ებს პენსიაზე საბოლოოდ 2021 წლის დეკემბერში გაუშვებენ, ხოლო ხუთკარიანი ლიფტბეკის წარმოება მომავალშიც გაგრძელდება. როდსტერის შემცვლელი Mercedes-AMG SL იქნება და მისი დებიუტი ამ წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება კუპეს შთამომავალს, ეს საკითხი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

Mercedes-AMG GT ბაზარზე 2014 წლიდან გამოდიოდა, 2020 წელს კი სერიულ ხაზში ყველაზე მძლავრი სპორტქარი – GT Black Series წარადგინა. „შავი სერია“ 4,0 ლიტრის ბიტურბო V8 M178 LS ძრავითაა აღჭურვილი და 730 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0–დან პირველ 100 კმ–ს GT Black Series 3,2 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ–ია.

მისი შთამომავალი SL 8–ცილინდრიანი ძრავით გამოვა და ელექტრონულ აგრეგატსაც მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები