LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის თანამშრომლებს პრემიას – 7300 ევროს გადაუხდიან

117
mercedess

Mercedes-Benz 1997 წელს დაწყებულ ტრადიციას აგრძელებს და მოგებას თანამშრომლებს უზიარებს. 2022 წელს ავტო გიგანტის გაყიდვები წინა წლის დონეზე დარჩა, თუმცა პრემია ნამდვილად რეკორდული იქნება – დაახლოებით 7300 ევრო. ამ ბონუსს გერმანული ქარხნების 93 ათასი მოქმედი თანამშრომელი მიიღებს. ბრენდის სამშობლოს მიღმა მცხოვრები დასაქმებულებს ეს პრემია არ ეხებათ.

საინტერესოა, რომ ბონუსი უფრო მეტია ვიდრე ხელფასის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც 6465 ევროს შეადგენს. 2023 წელს Mercedes-Benz-მა ბონუსის გამოთვლის სისტემას გადახედა და პრემიის რაოდენობაზე ამ კორექტირებამ რა გავლენა იქონია, ჯერ-ჯერობით უცნობია.

2022 წლის შეჯამებით, გერმანული მწარმოებლის გაყიდვები 1%-ით შემცირდა და 2,44 მილიონი ავტომობილი შეადგინა. ევროპაში, სადაც ბაზარი 1993 წლის მაჩვენებლამდეა დაკლებული, 635,1 ათასი „მერსედესია“ გაყიდული, ამასთან გერმანიაში მოთხოვნა 8%-ითაა გაზრდილი – 229,5 ათას მანქანამდე. გაყიდვები გაიზარდა აზიაშიც (+1%) და ჩრდილოეთ ამერიკაშიც (+3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები