ბრენდის გულშემატკივართა ნაკრები ყველაზე მასშტაბური გამოვიდა

კომპანია Mercedes- Benz-მა თავის საიტზე საშობაო საჩუქრების კატალოგი გამოაქვეყნა. საჩუქრები ოთხ კატეგორიაში – მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, საბავშვო და ბრენდის ფანებისთვის გადანაწილდა. სია კი საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მათ შორის მოხვდა – ბრენდირებული ფრჩხილის ლაქი, გოლფის ნაკრები თუ სვაროვსკის კრისტალების კრებული.

მანდილოსნების საჩუქრებზე ფიქრისას, მერსედესმა ცნობილ დიზაინერებთან ითანამშრომლა და სადღესასწაულო ბიჟუტერიას, პარფიუმერიასა და აქსესუარებს მოუყარა თავი.

მამაკაცების შემთხვევაში კი ბრენდის არჩევანი ძირითადად აქსესუარებზე შეჩერდა და ის ძირითადად მაღალი შემოსავლების მქონე ელიტარულ მომხმარებელს მოეწონება.

საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა საბავშვო კატალოგი, სადაც სათამაშოები და Lego Speed Champions-ის ნაკრები მოხვდა.

და ბოლოს, ბრენდის გულშემატკივართა ნაკრები ყველაზე მასშტაბური გამოვიდა და მასში – ძაღლის საყელურებიდან დაწყებული, ტყავის აქსესუარებით დამთავრებული ძალიან ბევრი ნივთი მოხვდა.

ტეგები: Mercedes – Benz

მსგავსი თემები