LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე შვეიცარიაა: საქართველოს ევრობასკეტის შესარჩევის ბოლო მეტოქე გაირკვა

70
image

დასრულდა ევროპის 2021 წლის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი და საბოლოოდ გაირკვა ის გუნდები, რომლებიც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში დარჩენილ 4 ადგილს შეავსებენ. ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირმა სტარტი 2017 წლის შემოდგომიდან აიღო და მასში ევროპის ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდები მონაწილეობდნენ. მათ მოგვიანებით, 2018 წლის შემოდგომიდან მსოფლიო საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპიდან ვერგასული გუნდები შეუერთდნენ. 3-21 აგვისტოს კი დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც 12 გუნდი 4 ადგილისთვის იბრძოდა.

ჩვენთვის საინტერესო იყო ის ჯგუფი, რომლის გამარჯვებულიც ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქე გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრაზე ჯგუფში საქართველოს მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი შეირჩა, ხოლო მესამე ოპონენტი ისლანდიას, შვეიცარიას და პორტუგალიას შორის უმჯობესი გახდებოდა. სწორედ ეს 3 გუნდი მონაწილეობდა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის H ჯგუფში და დამთავრებული თამაშების შემდეგ საუკეთესო გამოვლინდა. ჯგუფში სამივე გუნდმა თანაბარი ქულები და 2-2 მოგებ-წაგება დააგროვა. ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა: საუკეთესო გახდა შვეიცარია, რომელმაც ბოლო მატჩში კონკურენტი ისლანდია 24 ქულით დაამარცხა.

სხვა ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს და ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს დანიამ (ჯგუფში ბელარუსს და ალბანეთს აჯობა), რუმინეთმა (სლოვაკეთი, კვიპროსი) და დიდმა ბრიტანეთმა (კოსოვო, ლუქსემბურგი).

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ევრობასკეტ 2021-ის კიდევ 3 მასპინძელი ქვეყანა – ჩეხეთი, იტალია, გერმანია – შესარჩევ ტურნირში კონკურსის გარეშე თამაშობენ და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე გასულები არიან.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების სრულ კალენდარს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები