LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მე-12 კაცად დაამატეს: ლეო ფიფას სიმბოლურში ძალით შეიყვანეს

69
cover-messi-update-3-fifa-21

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი FIFA 21-ის გუნდში სპეციალური ხმის მიცემით შევიდა. თავდაპირველად ის ვერ მოხვდა 11 საუკეთესოში, მაგრამ დამატებით გამოკითხვაში სწორედ არგენტინელმა მიიღო ხმები.

სიმბოლური ნაკრები მსოფლიოს 185 ქვეყნის გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად შედგა, არჩევანი ჯამში დაახლოებით 10 მლნ ადამიანმა გააკეთა.

23 იანვარს ლეო თერთმეტეულში ვერ მოხვდა და მაშინვე ითქვა, რომ მე-12 მოთამაშეს ცალკე აირჩევდნენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რა და რატომ მოხდა.

მანამდე გუნდში მოხვდნენ კრიშტიანო რონალდო, რობერტ ლევანდოვსკი, ჯოშუა კიმიხი, ალფონსო დევისი, მანუელ ნოიერი, კილიან მბაპე, ბრუნო ფერნანდეში, კევინ დე ბრიუინი, სერხიო რამოსი, ვირხილ ვან დეიკი და ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი.

ფიფას გუნდში მესის ადგილი ვერ მოინახა: რონალდო დაბრუნდა

ერთი წლით ადრე ამ გუნდში რონალდოს ადგილი არ მოიძებნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები