LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და სუარესი – ყველაზე შედეგიანი დუეტი

messi

ლა ლიგის პირველ წრეში ლიონელ მესისა და ლუის სუარესის დუეტმა ჯამში 31-ჯერ აიღო მეტოქის კარი.მესის ანგარიშზე პირველ წრეში გატანილი 17,ხოლო სუარესის ანგარიშზე 14 გოლია.

აღსანიშნავია,რომ ლა ლიგის ვერცერთმა გუნდმა პირველ წრეში უკეთესი შედეგის ჩვენება ვერ შეძლო. ამ დროის განმავლობაში მესი-სუარესის წყვილის მსგავსად, 31-31 გოლი გაიტანეს ”სევილიამ” და ”სელტამ”. ”ლევანტემ” საერთო ჯამში 30,ხოლო მადრიდის რეალმა მხოლოდ 28 გოლი გაიტანა.

  • მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მესიმ 23 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა (22 მატჩში)
  • ლუის სუარესმა 14 გოლი 23 მატჩში გაიტანა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები