LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მსოფლიოში ყველაზე მეტს შოულობს

99
messs

“ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი პირველ ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში. ეს ვერსია Forbes-ს ეკუთვნის და 2020 წლის მონაცემებია.

არგენტინელი შთამბეჭდავი თანხით ლიდერობს – 126 მლნ დოლარი. 92 მლნ ლეომ ხელფასის სახით აიღო, 34 მლნ – სარეკლამო კონტრაქტებიდან შემოსავალია.

მეორე ადგილზეა “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების მეგოლე და მესის მთავარი კონკურენტი ყველაფერში კრიშტიანო რონალდო. მან 117 მლნ დოლარი იშოვა (70 მლნ – ხელფასი, 47 – სარეკლამო შემოსავლები).

მესამეა პსჟ-ს და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი (96 მლნ), მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა ფრანგი თავდასმხმელი კილიან მბაპე (42 მლნ).

ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ მოჰამედ სალაჰი, პოლ პოგბა, ანტუან გრიზმანი, გარეთ ბეილი, რობერტ ლევანდოვსკი და დავიდ დე ხეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები