LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია ევროპაში, ის თვეში 8.3 მილიონს იღებს

53
THE-BEST-09

ფრანგულმა გამოცემა L’Équipe-მა ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
ყველაზე მეტს “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი იღებს – 8.3 მილიონ ევროს თვეში გადასახადების გამოქვითამდე. მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდო – 4.5 მლნ თვიურად “იუვენტუსში”. მესამეა ნეიმარი – პსჟ, 3 მლნ.

შემდეგ მოდიან ანტუან გრიზმანი (“ბარსელონა”, 2.9 მლნ), ლუის სუარესი (“ბარსელონა”, 2.9 მლნ), გარეთ ბეილი (“რეალი”, 2.5 მლნ), ედენ აზარი (“რეალი”, 2.5) და კილიან მბაპე (პსჟ, 1.9 მლნ).

პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია “მანჩესტერის” ესპანელი მეკარე დევიდ დე ხეა, ის თვეში 1.76 მლნ ევროს გამოიმუშავებს.

გერმანიაში ყველაზე მეტს იღებენ რობერტ ლევანდოვსკი და ფილიპე კოუტინიო “ბაიერნში” – 1.66 მილიონს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები