არგენტინის ნაკრების მთავარი კაცი ლეო მესი კოპა ამერიკის შედეგების მიხედვით ჯილდოს მიიღებს – ჩვრის ბურთს, რომელიც მოზამბიკელი ბავშვების მიერ დამზადდება.

ეს რომის პაპის ფონდის ჯილდოა. გამარჯვებული ვლინდება ფონდის მფარველობის ქვეშ მყოფი სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეების მიცემული ხმების მიხედვით. მესიმ 34.3% აიღო. ლეოს კონკურენტი აღმოჩნდა პერუელი ედისონ ფლორესი – 15.6%.

ფონდი აერთიანებს 191 ქვეყნის 500 ათასს სასწავლო დაწესებულებას. ჯილდო არის მონდომების, პატიოსნობის, პატივისცემის, სოლიდარულობისა და გუნდური მუშაობის სიმბოლო.

კოპა ამერიკაზე მესიმ ერთი გოლი გაიტანა პენალტით და მესამე ადგილისთვის მატჩში კი ცოტა საეჭვო წითელი ბარათი მიიღო.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები