LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ დალოცვილი ჯილდო მიიღო: ის ბავშვებმა გამოარჩიეს

97
EDdc5yXXYAEp4kj

„ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ რომის პაპის ფრანცისკის ფონდის ჯილდო მიიღო. ეს პრიზი კოპა ამერიკის შედეგების მიხედვით გაიცემა.

32 წლის არგენტინელს ჩვრის ბურთი გადასცეს, რომელიც მოზამბიკელმა ბავშვებმა გააკეთეს. ის არის ფეხბურთის ყველაზე სუფთა სახეობის განსახიერება – იმის, რომელსაც მთელ მსოფლიოში ბავშვები ქუჩაში თამაშობენ.

ჯილდო დალოცვილია რომის პაპის მიერ და სიმბოლოა სოლიდარობის, პატიოსანი თამაშის, ურთიერთპატივისცემისა და გუნდური მუშაობის.

პრიზის მფლობელი ვლინდება რომის პაპის მფარველობის ქვეშ მყოფი სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეების მიერ. სულ ფონდი 191 ქვეყნის 500 ათასზე მეტ დაწესებულებას აერთიანებს.

მესიმ 34.27% მიიღო და პერუელებს, ედისონ ფლორეს (15.56%) და პედრო გალესეს (11.28%) გაასწრო. მეოთხე გახდა ბრაზილიის ნაკრები კაპიტანი დანი ალვეში (10.5%).

ბავშვებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მესი მზადაა გუნდის გამო საკუთარი ინტერესი დათმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები