LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ რეკორდულად მოიგო ბომბარდირობა

59
mini_2019-05-19-EIBAR-BARCELONA-16

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დუბლი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში „ეიბართან“ (2:2).

არგენტინელმა 36 გოლი გაიტანა და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა სარეკორდო სხვაობით – 15 გოლით გადაასწრო მეორეადგილოსანს.

მეორე კი მისი თანაკლუბელი ლუის სუარესია 21 გოლით და ამდენივე გაიტანა „რეალის“ ფრანგმა ქარიმ ბენზემამ.

მესიმ მადრიდის „რეალის“ მექსიკელი ვარსკვლავის უგო სანჩესის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1986/87 წლის სეზონში პიჩიჩი 34 გოლით მოიგო.
მაშინ მეორე ბომბარდირ „ბარსელონას“ ინგლისელ გარი ლინეკერს 14 გოლით ნაკლები ქონდა.

 

გარდა ამისა:

არგენტინელმა მეექვსედ მოახერხა, რომ 50 გოლზე ნაკლები არ გაიტანა ერთ სეზონში.

2016/17 წლების სეზონში მესიმ 54 გოლი გაიტანა, 2014/15 – 58, 2012/13 – 60, 2010/11 – 53.

რეკორდული გამოდგა 2011/12 წლების სეზონი, როდესაც მესიმ 73 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები