Forbes-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში პირველი ადგილი „ბარსელონას“ ფორვარდმა ლეო მესიმ დაიკავა.

მან კრიშტიანო რონალდოს 18 მლნ დოლარით და ყოფილ თანაკლუბელ ნეიმარს 22 მილიონით გაუსწრო.

1. ლიონელ მესი (ბარსელონა, ფეხბურთი) – 127 მლნ დოლარი

2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, ფეხბურთი) – 109

3. ნეიმარი (პსჟ, ფეხბურთი) – 105

4. საულ ალვარესი (კრივი) – 94

5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 93,4

6. რასელ უილსონი (სიეტლი, ამერიკული ფეხბურთი) – 89,5

7. აარონ როჯერსი (გრინ ბეი, ამერიკული ფეხბურთი) – 89,3

8. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი, კალათბურთი) – 89

9. სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი, კალათბურთი) – 79,8

10. კევინ დიურანტი (გოლდენ სტეიტი, კალათბურთი) – 65,4

 

სათვალავში მიიღეს 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდი.
2018 წლის ანალოგიურ რეიტინგში პირველი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი იყო.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები