LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ცირკი: ლეოსთვის მოწყობილ საღამოზე შაკირა და რობი უილიამსი გამოვლენ

401375

31 იანვარს, „ნოუ კამპზე“ მაგარი ამბავი იქნება: მესის საპატივსაცემოდ საღამო გაიმართება.
ორგანიზატორი თავად არგენტინელი ვარსკვლავია. მთავარი ცირკ Cirque du Soleil-ის პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც „მესის ცირკი“ ჰქვია.

საღამოზე ორი სუპერვარსკვლავის გამოსვლაც იგეგმება – შაკირა და რობი უილიამსი იმღერებენ. სულ კი ორასამდე სტუმარი მოიყრის თავს, მათ შორის, „ბარსელონას“ ფეხბურთელები და მესის მეგობრები.

საინტერესოა, რომ მესიმ ფოტოების გადაღება და ვიდეოს ჩაწერა აკრძალა, რადგან Cirque du Soleil-ის სურს ნაღდ პრემიერამდე შოუს ელემენტები სიურპრიზად შეინახოს. შოუს პრემიერა კი ბარსელონაში შემოდგომაზე იქნება.

ადრე, ლიონელ მესიმ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Cirque du Soleil-ის მაისური აცვია და ჯამბაზის წითელი ცხვირით ჟონგლიორობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები