France Football-მა ახალი ნომრის ყდაზე მესის და რონალდოს ვნებიანი კოცნა გამოსახა.

ყოველკვირეულის გარეკანზე გამოსახულნი არიან „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ ფორვარდები, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, რომლებიც ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს.

31 წლის არგენტინელისა და 34 წლის პორტუგალიელის დაპირისპირება გამოცემის მთავარი თემაა. მათ მეტოქეობას „მუდმივი დებატები“ ქვია, ხოლო გამოცემის ტვიტერი ნებისმიერ ხელმომწერს საშუალებას აძლევს რომელიმე მხარე აირჩიოს.
მკითხველებს საკუთარ აზრს უზიარებენ ცნობილი ვარსკვლავები – ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი, ფილიპ ლამი.

მესის „ბარსა“ და რონალდოს “იუვე“ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ და ძალიან მალე ჩემპიონები გახდებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი შანსია მათი გუნდები და შესაბამისად ეს ორი სუპერკაცი ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები