LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის მეექვსე „ოქროს ბუცი“ მისცეს: ეს რეკორდია

82
rueacdeecaacc

ლეო მესიმ „ოქროს ბუცი“ მიიღო – პრიზს ევროპის ყველა ჩემპიიონატებში საუკეთესო ბომბარდირს აძლევენ. ლეომ 36 გოლით გაასწრო კილიან მბაპეს, რომელმაც 33 გოლით მეორე ადგილი დაიკავა. არგენტინელისთვის ეს ზედიზედ მესამე „ოქროს ბუცია“ და ის პირველია, ვინც ასეთი რამ მოახერხა.

2017/18 წლების სეზონში მესიმ „ბუცი“ 34 გოლით აიღო, 2016/17 წლებში – 37 გოლით. აქამდე მას ეს პრიზი მოუგია: 2012/13 – 46 გოლი; 2011/12 – 50 გოლი და 2009/10 – 34 გოლი.

ასე რომ, სულ 6 „ოქროს ბუცი“ აქვს და ეს ყველა დროის რეკორდია. მეორეა კრიშტიანო რონალდო (4 მოგება), კიდევ 9 ფეხბურთელს აუღია ორი „ოქროს ბუცი“ (მათ შორის სუარესს, ანრის, ეუსებიოს, მიულერს).

„ოქროს ბუცი“ 1968 წლიდან გაიცემა.
გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ ამა თუ იმ ჩემპიონატის კოეფიციენტს.

დაჯილდოებაზე მესი მოკრძალებული იყო: „პარტნიორების გარეშე ერთ გოლსაც ვერ გავიტანდი. ეს ყველას ჯილდოა, ეს მთელი გუნდის აღიარებაა“.

ამ სეზონში ის მუდმივად იმეორებს, რომ ტროფეებს თავისი შვილებისთვის იგებს.
ბავშვები რა თქმა უნდა ახლაც მამის გვერდით იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები