LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მფრინავი ზვიგენი“ მსოფლიოს მოსავლელად ემზადება

air

ხომალდი E190-E2, რომელიც ნორვეგიის ავიახაზებს ეკუთვნის, განსაკუთრებული თავისი ვიზუალის გამოა. თვითმფრინავი ისეა მოხატული, რომ ფრენის დროს წყალში მცურავ ზვიგენს გავს და მნახველზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

„მფრინავი ზვიგენი“ თავის წინამორბედებზე უფრო ეკონომიურიცაა და 17%–ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ამასთან, მისი სალონიც მეტ კომფორტზეა გათვლილი, სავარძლები მხოლოდ 2–2–ად არის განთავსებული და ყველასათვის საძულველი შუა სკამი საერთოდ არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ სიახლემ შტატები, აფრიკა და ჩინეთი უკვე მოიარა და ევროპის დასაპყრობადაც ემზადება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები