განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 01:00-დან 11:11 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგია ყურადღებას მოადუნებს და გაზრდის ტრავმების, ავარიების ალბათობას.

დღევანდელ დღეს არ ღირს მარტო დარჩენა. უმჯობესია გააქტიურდეთ, გამართოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, თავისუფალი დრო კი, ახლობლების წრეში გაატაროთ. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი, არ ღირს დაუფიქრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, გასართობი და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხორცით და თევზით, ხილით და ბოსტნეულით. მიიღეთ ცხელი აბაზანა, რაც სასიკეთოდ აისახება ორგანიზმსა და ზოგადად ჯანმრთელობაზე. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი და ყავისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი და ზურმუხტი, ქრიზოპრაზი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებით კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატება ელის კირჩხიბს და ქალწულს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადოს ვერძი და მერწყული.

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები