მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 03:00-დან 06:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მთვარის ნეგატიური ენერგია ყურადღების კონცენტრაციის უნარს დაასუსტებს და გაზრდის ტრავმების, ავარიების ალბათობას.

მართალია, პოზიტიური შედეგით დასრულდება დღეს შესრულებული ყველა საქმე, მაგრამ მაინც არ ღირს დაპირებების გაცემა, გარისკვა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება. მაქსიმალურად აკონტროლეთ ბიუჯეტი და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომერციისა და მოგზაურობისთვის,  ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განსახორციელებლად, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ავეჯის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით და ბოსტნეულით, თევზით, ფრინველის ხორცით და მოერიდეთ გაზიანი სასმელის მირთმევას. ყურადღება მიაქციეთ დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი და მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი და ცისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი და ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს შარს, მომხიბვლელობას და კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით გაზრდიან სასიკეთო შესაძლებლობებს.

სიზმრები – სამწუხაროდ, მხოლოდ ცუდი სიზმრები ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული იქნება დღე კირჩხიბის, ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები