LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

777
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:29-დან 10:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 2 ოქტომბრამდე რეტროგრადულობა ბევრს ძველ საქმეებსა და ურთიერთობებს დაბრუნებას, მათ გამოსწორებას ან ახლებურად წარმართვას აიძულებს. არ ღირს ამ პერიოდში საკომუნიკაციო აპარატურის შეძენა, შესაძლოა შეიქმნას გადაადგილების პრობლემა, გართულდეს საქმიანი შეხვედრების მოწყობა, მოლაპარაკება და კონსენსუსის მიღწევა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ კამათი და ურთიერთობის გარჩევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით და ხილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და იისფერი, ასევე გიშერი, ლალი, იაგუნდი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები