მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -16:24-დან 20:23 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით განსაკუთრებით მოდუნდება ყურადღება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო და ავარიული სიტუაციები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა მასაჟისთვის, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და კბილების სამკურნალოდ. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან შოკოლადი, თხილი, თაფლი და სხვა ალერგიული პროდუქტი, შეამცირეთ სითხის მიღებაც, მიირთვით ხილი და ბოსტნეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე და ყვითელი, ცისფერი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ციტრინი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელით ლომს, სასწორს და მშვილდოსანს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი, თხის რქა და თევზები.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები