მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 13:31-დან 19:49 საათამდე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი გამონათქვამები, რადგან დღეს წარმოთქმულ ყველა სიტყვა უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, სამშენებლო და სარემონტო მასალის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად და ბინის ინტერიერის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ცივი სასმელის და საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ყვითელი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი და ქრიზოპრაზი, ფირუზი და თოფაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ კეთილი სიზმრები.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით თხის რქას და თევზებს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ლომი და საწორი.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები