სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს და მათ, ვისაც ტექნიკასთან უწევთ მუშაობა, რადგან არაა გამორიცხული შეგექმნათ მოულოდნელი პრობლემები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი კავშირების დასამყარებლად, სახლში და სამუშაო კაბინეტში ინტერიერის შესაცვლელად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და ძველი საქმეების დასასრულებლად, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და პარფიუმერიის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხორცით და თევზით, მიირთვით ომლეტი და ხაჭო, რადგან სწორედ ეს პროდუქტი გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას. აუცილებლობის გარეშე არ ღირს ოპერაციის ჩატარება სწორ ნაწლავზე.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე და ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ლიმონისფერი ასევე აქატი, მალაქიტი და მარგალიტი, ქრიზოპრაზი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები შემდგომი წარმატებების მანიშნებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელის კუროს, მორიელს და თხის რქას, შედარებით დაძაბული იქნება დღე ლომისა და სასწორისთვის, მშვისდოსნისა და მერწყულისთვის.

ტეგები: ჰოროსკოპი
კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები