დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ერთგული და საიმედო კუროს, მთვარე კი, აკურატული და მოწესრიგებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც ხასიათის სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, თუმცა არ ღირს ნიშნობა, ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევა, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, რძის ნაწარმით, უცხიმო ხორცით და თევზით. კარგი დღეა სამედიცინო კვლევის და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აგატი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჰოროსკოპის ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ვერძისა და მერწყულისთვის.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები