დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე მეტად მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ, ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

აუცილებლად დაასრულეთ ძველი საქმეები და მიიღეთ ის რთული გადაწყვეტილება, რომელსაც დიდხანს გაურბოდით. არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი, რადგან ნებისმიერი უთანხმოება სერიოზული დაპირისპირებით დასრულდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, პრეზენტაციის და კონფერენციის მოსაწყობად, ფინანსური ხელშეკრულებების და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამსახურში ახალი თანამშრომლების მისაღებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელის კუნთებს. გაამდიდრეთ კვების რაციონი კვერცხით და რძის პროდუქტით, ბოსტნეულით, ხილით და თხილით.

დღის ფერები და მინერალები – კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ცისფერი, იისფერი და ნარინჯისფერი, ასევე თოფაზი, სერდოლიკი და ნეფრიტი, აქვამარინი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ ცუდი სიზმრები.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელის კირჩხიბს და ქალწულს.

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები