LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

653
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:41-დან 16:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დღეს მზის და მთვარის დაბნელებების მძიმე პერიოდი სრულდება, ხვალიდან ნეგატიური ტენდენციები ეტაპობრივად შემცირდება. თუმცა დღესაც მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან შავი მთვარისა და ე.წ. ვაქშეას პლანეტარული ენერგიების შერწყმა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ოჯახურ და მეგობრულ ურთიერთობებზე. არაა გამორიცხული დაიძაბოს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყნებს შორის, რომლებიც თვითნებურად გადაწყვეტენ საზღვრების შეცვლას და სხვის ტერიტორიებს დაპატრონებას.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ უძრავი ქონების ყიდვისას ან გაყიდვისას, რადგან შესაძლოა პირველი შთაბეჭდილება მცდარი და საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდეს.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, რადგან იმპულსურობა და მოჭარბებული ემოციები მხოლოდ აზარალებს თქვენს ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, ზედმეტ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ხილითა და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით კუჭს, ღვიძლს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები