LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 16:48-დან 18:05 საათამდე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, როცა მთვარის ნეგატიური ენერგიით მოდუნებული ყურადღება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდება.

მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი გამონათქვამები და არავითარ შემთხვევაში არ გათქვათ საიდუმლო.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სტუმრების მისაღებად, ძველი ურთიერთობების აღსადგენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, სარფიანი გარიგებების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, კომერციისა და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, აუქციონის და კონფერენციის მოსაწყობად, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ქორწინება და ახალი რომანი, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, ფრინველის და საქონლის ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრიონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ოქროსფერი, ვერცხლისფერი და იასამნისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე თოფაზი, საფირონი და ციტრინი, ლაზურიტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ, სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურად ჩაივლის დღე მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, მეტ-ნაკლებად დაძაბული დღე ელის კუროს და კირჩხიბი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები