LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

210
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, თუ მის წარმატებაში ეჭვი გეპარებათ, რადგან ნებისმიერი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ცოდნის და ახალი ინფორმაციის მისაღებად. ნაკლებად წარმატებული იქნება ნიშნობა და ქორწინება, გამოცდების ჩაბარების მცდელობა, ბინის შეცვლა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის მძიმე ენერგია ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი და ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ოქროსფერი, ასევე მწვანე და ყვითელი იასპი, მალაქიტი, აგატი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, სირთულეები ელით მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები