მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 22:03-დან 01:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

ნუ აჰყვებით ცრურწმენებს, მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. დეტალურად შეისწავლეთ ყველა ფინანსური დოკუმენტი, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ანტიკვარიატის შესაძენად, ვაჭრობისა და სასამართლო პროცესების გასამართად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება, ბინის და სამსახურის შეცვლა, არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა –  გაამდიდრეთ კვების რაციონი ჰერკულესით და წიწიბურათი, თხილით, ხილით და ბოსტნეულით. არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ კუჭზე, ღვიძლსა და ნაღვლისბუშტზე.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ზურმუხტი და მალაქიტი, მარგალიტი და აგატი გააძლიერებელ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ლომისა და საწორისთვის.

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები