LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

353
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08: 29-დან 15:23 საათამდე, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

ინტელექტის, გონების და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის მერკურის 6 მაისამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სწრაფად აზროვნების უნარს, ორგანიზატორულ და კომუნუკატურ ნიჭს, მეორეს მხრივ კი, აგრესიას და ეგოიზმს, სულსწრაფობას და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ცოდნის შესაძენად და ინფორმაციის მისაღებად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ალერგიული პროდუქტი (თხილი, თაფლი, შოკოლადი), არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ ყელზე, თირკმელებსა და ელენთაზე.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, კრემისფერი და ყავისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე მწვანე იასპი, აგატი და მალაქიტი (დღის პირველ ნახევარში), ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი (დღის მეორე ნახევარში) გააძლიერებენ თქვენს შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები