LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

623
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი ობიექტურობა გარშემომყოფთა შეფასებისას, მოექეცით სხვას ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ.

იყავით ფრთხილად, რადგან მაღალია ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მართალია, იგრძნობთ პარტნიორის გულგრილობას და ზედაპირულობას, მაგრამ მაინც არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება და სკანდალის მოწყობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მოსაწყობად, ხელშეკრულებებისა და ფინანსური გარიგებების გასაფორმებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ლაშქრობა და სპორტული ღონისძიებების მოწყობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. არ ღირს ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვა. მოერიდეთ უჰაერო სივრცეს და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, იისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი, ჟადეიტი, ბერილი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.  ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები