LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

mikheil-cagareli

გააქტიურდით, გამოიჩინეთ ინიციატივა და თამამად შეუდგეთ ახალ პროექტზე მუშაობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ცოდნის მისაღებად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, აუქციონისა და კონფერენციის მოსაწყობად, საბანკო-საფინანსო ოპერაციებისთვის, გარიგებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად წარმატებული დღეა რომანტიკული თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ, არტერიული წნევის მომატების, თავის ტკივილის და უგუნებობის მიზეზი გახდება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, გამოიყენოთ მედიკამენტები. არ ღირს დასუსტებულ ბრონქებსა და ფილტვებზე ოპერაციის გაკეთება.

დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ოქროსფერი და კრემისფერი, იასამნისფერი და ნარინჯისფერი, ასევე თოფაზი, ქარვა და საფირონი, გელიოტროპი და ჟადეიტი მოიზიდავენ პოზიტიურ კოსმიურ ენერგიებს და ხელს შეუწყობენ სასიკეთო შანსების გაზრდას.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად იღბლიანი იქნება დღე კუროსთვის და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები