LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

დღევანდელი დღე ერთგვარ პაუზად, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებამდე ძალის მოსაკრებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მით უფრო, რომ ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ ნამდვილად არავის აწყენდა დასვენება. მოერიდეთ გარშემომყოფთათვის შენიშვნების მიცემას და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას, რათა თავი დააღწიოთ კონფლიქტს და უსიამოვნებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, სულიერი ტრანსფორმაციისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებების განსახორციელებლად, იურიდიული საქმიანობისა და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლა. ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ, არტერიული წნევის მატების, თავის ტკივილის და უგუნებობის მიზეზი გახდება. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით და რძის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით, უცხიმო თევზით და ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ხერხემალს და მოერიდეთ სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას და გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ სასიკეთო სიზმრები.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები