LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1008
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 05:52-დან 18:18 საათამდე გაგრძელდება განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა   მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით დასუსტებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები დღის მეორე ნახევარში, ეცადეთ არ აჰყვეთ ილუზიებს და გარშემომყოფთა პროვოკაციას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, სახლის, სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად და საბანკო-საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, არ ღირს ახალი ნაცნობების შეძენა, გამოცდების ჩაბარება და საკუთარ საქმიანობაზე ინფორმაციის გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად და მცირე განტვირთვის მოსაწყობად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, ჯუჭქვეშა ჯირკვალს და ნაწლავთა სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე და ნაცრისფერი, ბეჟი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები მომავალი ფინანსური წარმატების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელის კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას, ნაკლებად სასიკეთო იქნება დღე ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები