LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელი

დღე მზის და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე თავისუფლებისმოყვარე, მეტად მეგობრული მერწყულის, მთვარე კი, მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისები გამოვლინდება.

ენდეთ ინტუიციას და აკონტროლეთ ემოციები, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მოქმედებებს, გამონათქვამებს და თავი შეიკავეთ გარშემომყოფების მიმართ პრეტენზიების გამოთქმისგან, მით უფრო, რომ გუშინდელი მთვარის დაბნელება ისევ ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე და კონფლიქტების მიზეზიც გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მშენებლობის და ახალი საქმის დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ძვირფასი ნივთების, საჩუქრების და ლატარიის ბილეთების შესაძენად, არ ღირს ფინანსური გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, საცხოვრებლის შეცვლა, ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზის კერძებით, ხახვით და ნივრით, გოგრით, თაფლით, თხილით და შავი შოკოლადით. გაუფრთხილდით გულს, მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ეცადეთ არაფერზე არ იღელვოთ.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ბეჟი და ლურჯი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს შარმს და აუცილებლად მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი იქნება დღე ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, შედარებით რთული დღე ელის კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები