LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

717
მიხეილ ცაგარელი

მე-13 ახალმთვარეობის და აღმოსავლური კალენდრით ლურჯი კატა-კურდღლის შემოსვლის დღეა. გასული წლისგან განსხვავებით ახალი წელი ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება. მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ პრობლემების მოსაგვარებლად, წინსვლისა და განვითარებისთვის. მართალია, მძიმე ენერგიების დღეა, მაგრამ ეცადეთ განეწყოთ პოზიტიურად, რადგან როგორც შეხვდებით, ისე გაატარებთ მთელ წელს.

აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ცდუნებებს, მოერიდეთ კონფლიქტს და კამათს. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია ძარცვის და დაკარგვის ალბათობა. არ ღირს დაპირებების გაცემა და ახალი საქმის დაწყება. არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, მხედველობას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები  – თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები