LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

762
Untitledgthgf

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:19-დან 21:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. დღე გეომაგნიტურია, აკონტროლეთ წნევა, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ ცდუნებებს, მოერიდეთ კონფლიქტს და კამათს. დღეს პლანეტა ურანი ხდება დირექტული, ანუ სწორად მავალი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა სამღებრო-სარემონტო სამუშაოებისთვის და რემონტისთვის. დღეს მოერიდეთ გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას. ნუ გადადებთ საქმეებს მომავლისთვის. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს. ნეგატიური დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს ორგანიზმი თვითგანწმენდისკენაა მიმართული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, მხედველობას, ვენებსა და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები  –  წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ციტრინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, ლომების, მშვილდოსნებისა და მერწყულებისთვის,  ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულებს, მორიელებს, თხის რქებსა და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები