კარმული გამოცდის დღეა, რადგან სამყარო თქვენს გამძლეობასა და ხასიათის სიმტკიცეს გამოცდის.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ დღეს გამოვლინდებიან მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრები.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა, ღიად ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე

– სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას. კარგი დღეა სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ლომს, სასწორს და მერწყულს.

მსგავსი თემები