LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

642
cagareli mish

დღეს ახალმთვარეობაა, შესაბამისად ენერგეტიკულად მძიმე დღე. დღე გეომაგნიტურია. მიიღეთ წამლების პროფილაქტიკა და მეტად დაისვენეთ. დღეს ადამიანებში მეტად გამოვლინდება აგრესიულობა, ცდუნებებისა და კონფლიქტების ალბათობა დიდია. იყავით ფხიზლად და ყურადღებით, აკონტროლეთ ემოციები, ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, კარგი დღეა ლოცვისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისთვის, ახალი გეგმების დასახვისათვის. პარტნიორულ ურთიერთობებში გამოავლინეთ მეტი დიპლომატია. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის გასესხებას, მჭრელ საგნებთან ურთიერთობას, ოპერაციების გაკეთებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის ზონა, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის ზომა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ყვითელი და მწვანე. ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, გიშერი და ფირუზი. ეს მინერალები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომებისთვის, ნეგატიური კი კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, სასწორებისთვის თხის რქებისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები