LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

632
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, სახსრებს, ძვლოვან სისტემას და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარგალიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები