LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1071
მიხეილ ცაგარელი

სიურპრიზების დღეა, მოემზადეთ მოულოდნელი თავგადასავლებისთვის.

არ ღირს სხვათა გაკიცხვა და განკითხვა, უმჯობესია დაფიქრდეთ საკუთარ შეცდომებზე.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა. მოერიდეთ პარტნიორის გრძნობებით მანიპულირებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, თიხისფერი და ყავისფერი,  ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, სასწორს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები