მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:52-დან 10:38 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების ლომის ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობისა და ემოციურ მდგომარეობაზე. გაიზრდება ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა, მოიმატებს დეპრესიისა და აგრესიისკენ მიდრეკილება.

თავი შეიკავეთ აზარტული თამაშებისგან.

არ ღირს კოლეგათა და ხელმძღვანელთა კრიტიკა, ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმა და საკუთარი პირობების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, სავაჭრო და საბანკო ოპერაციები, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, სისხლძარღვოვან სისტემას და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ბორდო, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე გიშერი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

მსგავსი თემები