LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

888
მიხეილ ცაგარელი

გამარჯვების პლანეტის – იუპიტერის 24 ნოემბრამდე რეტროგრადულობა გაართულებს მგზავრობას და მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტს და უცხოეთში კაპიტალის დაბანდებას, ბევრს სოციალურ იერარქიაში დაწინაურება გაუჭირდება და იძულებული გახდება შეზღუდოს გავლენის სფეროები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ვალების გასტუმრებისა და ძველი საქმეების დასასრულებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ზედმეტი საკვების მიღებას, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები